ბიუჯეტის პროექტს
პარლამენტი 7 ნოემბერს განიხილავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა.
ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს. შეგახსენებთ, რომ დღეს, საბიუჯეტო პროექტის წარდგენის ბოლო ვადა იყო.
internet.ge