სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების სამინისტრო ქსნის ციხეში პატიმრის მიერ ყელის გამოჭრის ფაქტს არ
ადასტურებს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში განუცხადეს.
„კატეგორიულად უარვყოფთ პატიმრის მიერ ყელის გამოჭრის ფაქტს“,-
აცხადებენ უწყებაში.
ცოტა ხნის წინ ქსნის ციხესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა
ინფორმაცია გაავრცელეს თითქოს ე.წ. კრიტში პატიმარმა დავით მინასევმა ყელი გამოიჭრა.
internet.ge