სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის მიერ ყელის გამოჭრის ფაქტს არ ადასტურებს
10:24 06.11.2012
|
დღის სიახლეები
|
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქსნის #15-ე დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია არნიშნული, ქსნის #15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, რომელთაც გეგმიური სამედიცინო დახმარების მიზნით გადაყავთ მსჯავრდებულები ი.კ. შესაბამისი პროფილის და დ.ბ. გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში.
გუშინ, ქსნის ციხესთან შეკრებილმა პატიმრების ახლობლებმა ინფორმაცია გაავრცელეს თითქოს ე.წ. კრიტში პატიმარმა დავით მინასევმა ყელი გამოიჭრა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|