აღსრულების ეროვნული ბიურო ივანიშვილისათვის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს
10:37 06.11.2012
|
დღის სიახლეები
|
აღსრულების ეროვნული ბიურო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარის უკან დაუბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს აღსრულების ბიუროდან აცნობეს, ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი გახარჯული არ ყოფილა. „აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა“,– აღნიშნულია განცხადებაში. ივანიშვილისთვის აღნიშნული თანხის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გუშინ საქართველოს რეგიონული განთვირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გაავრცელა. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|