საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის საგანგებო ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელან ვერვეერი ეწვევა .
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები
მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
როგორც ცნობილია, შეხვდრებისას მთავარი
განსახილველი საკითხები, ის პრობლემები იქნება, რომელიც ქალებს კავკასიის რეგიონში აწუხებთ, აგრეთვე ის, თუ როგორ
შეუძლია შეერთებულ შტატებს, დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს ქალთა უფლებების გაძლიერებაში.
Internet.ge