პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვას გეგმავს
12:42 06.11.2012
|
დღის სიახლეები
|
მთავარი პროკურატურა შს ყოფილი მინისტრის დაკითხვას გეგმავს. ქვეყნის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ მისი უწყების მოვალეობაა, საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს.
„ახალაიას მისამართით ბევრი განცხადება და ინფორმაცია არსებობს. პროკურატურა კი კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. პროკურატურა დიდი ალბათობით დაიბარებს მას ამ კითხვებზე საპასუხოდ", - განაცხადა კბილაშვილმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|