საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო, ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ბრენდების თაობაზე, კონცეფციას შეიმუშავებს.
ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება დაამტკიცა, რომლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში შედის – უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
ამასთან, სააგენტოს ფუნქცია იქნება – საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე
ქვეყნის, პოპულარიზაციისათვის ღონისძიებების განხორციელება და ქვეყნის პოტენციალის საზღვარგარეთ წარდგენა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს უფროსს
– პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.
internet.ge