თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ გურჩიანს არ ბლოკავს
12:57 06.11.2012
|
დღის სიახლეები
|
„საერთოდ არც ერთი დღე და არც ერთი წუთი არ ჩავრეულვარ ომბუდსმენის საქმეებში, არც ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ რომ მგონია ყველა მხარე არასწორედ იქცევა“,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გააკეთა.
„გუშინ საოცარი ამბები გავიგე. ისე გავბრაზდი არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ხოდა ახლა აქ მინდა დავწერო. ისე მეგობრებს რომ შესჩივლებ. გავიგე, რომ მე თურმე ვბლოკავ თამარ გურჩიანს ომბუდსმენის პოსტზე, მაგრამ მეორე შეხვედრაზე სრული რწმენით მითხრეს, რომ თურმე ბატონი ბიძინა გაბრაზებული ყოფილა ასე რატომ ლობირებს თამარ გურჩიანსო?!
მერე უფრო მაგარი ამბები გავიგე, უჩა ნანუაშვილი თურმე ჩემი აღმოჩენა ყოფილა (ბოდიში უჩა) იმიტომ რომ საგარეჯოელია.
აღარ გავაგრძელებ. იმიტომ, რომ მანამდე 1 წლის მანძილზე ასეთი ისტორიები ასობით იყო, რომ მე ვბლოკავდი და ვლობირებდი და არასოდეს განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ძალიან ცუდი ფორმა მიიღო.
ხოდა მინდა ყველამ იცოდეთ ვისაც გტანჯავთ ასეთი აზრები, რომ საერთოდ არც ერთი დღე და არც ერთი წუთი არ ჩავრეულვარ ომბუდსმენის საქმეებში, არც ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ რომ მგონია ყველა მხარე არასწორედ იქცევა, მგონია რომ ძალიან არასწორად მიდის პროცესი და ხშირ შემთხვევაში ადამიანები რომელიც მიყვარს და პატივს ვცემ ჩემთვის სრულიად გაუგებრად იქცევიან. როგორც მე დილით ვბლოკავდი და საღამოს ვლობირებდი ერთ-ერთ კანდიდატს, ზუსტად ასეთივე ამბებია დიდი უმრავლესობა დაბლოკვებისა და მხარდაჭერების შესახებ ისტორიები რაც ფბ-ზე იწერება, ოღონს ისეთი კატეგორიულობით წერს ამას ხალხი რომ ძალიან არასერიოზულ ფორმებს იღებს ეს ყველაფერი.
ბოდიშს ვიხდი ამ პოსტისათვის, მაგრამ იქნებ ერთი დისკუსია იმაზეც მოგვეწყო ამ პროცესში რა შეცდომები იყო დაშვებული, მომავლისათვის გამოგვადგება, ბევრი საკვანძო გადაწყვეტილება იქნება მისაღები ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ნამდვილად არ მინდა ყოველ ჯერზე ასეთი მახინჯი ფორმა მიიღოს ამ პროცესმა“,– აცხადებს ხიდაშელი.
მისივე განცხადებით, რატომ არ მონაწილეობდა ის ომბუდსმენის შერჩევის აპროცესში, ხიდაშელი აცხადებს, „ როდესაც ეს წარდგენები და შეხვედრები დაიწყო მე ჯერ კიდევ საგარეჯოში ვიყავი და უკვე გაქცეულ მატარებელზე ჩარევა არასწორად მივიჩნიე“,– განმარტავს საგარეჯოს მაჟორიტარი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|