ქუთაისის #2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დღეს 06:20 საათზე, 1955
წლის 25 სექტემბერს დაბადებული, მსჯავრდებული ა.ბ. გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა თავი იგრძნო ცუდად, გამოძახებული იქნა ექიმი, დაფიქსირდა არტერიული წნევა 240/120, ჰიპერტონიული კრიზი, სტენოკარდია. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა მჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
Internet.ge