შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახლაიას განცხადებით, ის
შეეცდება ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს, როგორც საზოგადოებას, ასევე სამართალდამცავებს.
ამის შესახებ განცხადება, ახალაიამ ტელეკომპანია „მაესტროსთვის“
მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში, ყოველ დახარჯულ თეთრზე ის
პასუხისმგებელია და თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება, მზად არის უპასუხოს.
„ის, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემზე მესმოდა, არის აბსოლუტური
სისულელე და მცდარი შეხედულებები. შევეცდები ეს ყველაფერი ავუხსნა საზოგადოებას და
სამართალდამცავებს. სოზარ სუბარი კი, სრულიად არასერიოზულ ადამიანად მიმაჩნია და
მისი ბრალდებები არის უპასუხისმგებლო და არასერიოზული. მოიფიქროს რა კითხევბი უნდა
ჰქონდეს და მე მას აუცილებლად გავცემ პასუხს“,- განაცხადა ახალაიამ.
Internet.ge