ნორა კვიციანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კვიციანს
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს გაათავისუფლებენ.
ამ დროისათვის, რუსთავის #5-ე ქალთა დაწესებულებაში მისი ახლობლები
იმყოფებიან და კვიციანის გათავისფლებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანი 2006 წლის 26 ივლისს დააპატიმრეს. მას
ბრალად ედებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, იარაღის უკანონო შენახვა
და მისი გამგებლობის დროს სახელწმიფო ქონების მითვისება.
Internet.ge