ლევან ყიფიანს ოთხი მოადგილე ეყოლება
15:49 06.11.2012
|
დღის სიახლეები
|
ლევან ყიფიანის მოადგილეები ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე, რატი ბრეგაძე და გია რაფავა იქნებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოადგილეები ჟურნალისტებს დღეს წარუდგინა.
აზმაიფარაშვილი მინისტრის პირველი მოადგილე იქნება. ის მოჭადრაკეა, იყო ევროპის 2003 წლის ჩემპიონი. "ფიდეს" ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი. ის"ფიდეს" საჭადრაკო აკადემიის სამწვრთნელო პროგრამების დირექტორია.
თამაზ თევზაძე კი ტექნიკურ-მეცნიერებათა კანდიდატია. ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტეში მუშაობდა სპორტის დირექტორის თანამდებობაზე, ოლიმპიური სახეობის – ხელბურთის გენერალური მდივნის, პრეზიდენტის თანამდებობაზე. არის ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი. ამასთან თევზაძე ავტორია ბავშვთა და ზოგადად საქართველოში სპორტის განვითარების კონცეფციების.
რაც შეეხება რატი ბრეგაძეს, ის პროფესიით იურისტია. არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, 2008 წლიდან კი ბერლინის ქართული საზოგადოების წევრი.
გია რაფავა პროფესიით რაგბისტია . ამჟამად ფეხზე ოპერაციის გასაკეთებლად ინგლისში იმყოფება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|