ნორა კვიციანი თავისუფალია. მან რუსთავის #5-ე ქალთა დაწესებულება
უკვე დატოვა.
კვიციანის განცხადებით, მას გათავისუფლების შესახებ ნახევარი საათით ადრე გააგებინეს. „ენით გამოუთქმელია ის, რასაც ახლა ვგრძნობ“,- განაცხადა კვიციანმა
საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ.
სასჯელაღსრულებს მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით კი, 5 ადამიანის
საქმე იქნა კომისიაზე განხილული და ყველა მათგანი გათავისუფლებული იქნა. მინისტრის
თქმით, მუმდმივმოქმედი კომისია მუშაობას და საქმეების განხილვას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანი 2006 წლის 26 ივლისს დააპატიმრეს. მას
ბრალად ედებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, იარაღის უკანონო
შენახვა და მისი გამგებლობის დროს სახელწმიფო ქონების მითვისება.
Internet.ge