მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს, ბაჩო ახალაიას
წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, ოფიციალური განცხადება გააკეთა.
კბილაშვილის განცხადებით, ახალაია მოწმის სახით, მთავარ პროკურატურაში
დაკითხვაზეა დაბარებული.
„პროკურატურაში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება,
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიების
ფარგლებში ბაჩანა ახალაიას შეტყობინება გაეგზავნა, რათა ის დღეს მოწმის სახით
გამოცხადდეს და ჩვენება მისცეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ამის შესახებ
ინფორმირებულია ახალაია და შესაბამისად როცა ის მოვა პროკურატურაში, მოხდება მისი
დაკითხვა“,- განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის თქმით, მოწმის სახით დაბარებული ახალაიას დაკავება არ
იგეგმება.
„დაკავება საპროცესო ხელმძღვანელის უფლებამოსილებაა, რომ მიიღოს
გადაწყვეტილება, მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ“,- დასძინა კბილაშვილმა.
Internet.ge