პარლამენტში კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დასრულდა. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა და უმცირესობას და უმრავლესობას შორის,
საგამოძიებო
კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მხარეებმა შეთანხმება ვერ
მოახერხეს.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის
მიუღებელია, ის ფაქტი, რომ კომისიაში უმცირესობის წევრებმა შემადგენლობის ნახევარი
დაიკავონ. მათი თქმით, მიუღებელია, ის ფაქტი, რომ გამოსაძიებელი საქმეები და
დანაშაულებები, რომელიც სწორედ უმცირესობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა,
თავადვე გამოიძიონ.
აღნიშნულ საკითხს სხდომაზე კამათი
მოჰყვა. უმცირესობის წევრების შეფასებით კი,
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ აპირებენ არც ერთი იმ დაპირების
შესრულებას, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ გააკეთეს.
Internet.ge