მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში, თავდაცვის ყოფილი
მინისტრი ბაჩო ახალაია მივიდა.
ახლაიას დღეს, მოწმის სტატუსით დაკითხავენ. როგორც
პროკურატურაში შესვლამდე ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მზად არის
ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს. ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე
მივიდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. მთავარი პროკურორის
არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს.
Internet.ge