შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებულ
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა დავით ცინარიძე;
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ბიუროს (მთ.
სამმართველო) უფროსად დაინიშნა ალექსანდრე არაყიშვილი;
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებს გია
კობაჩიშვილი;
სსიპ- საქ. შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) უხელმძღვანელებს თეიმურაზ კორძაია;
ქ. თბილისის მთ. სამმართველო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა მიხეილ ჩიკვაიძე;
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი - გიორგი ტურიაშვილი;
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი - ირაკლი ქავთარაძე;
ძველი თბილისის სამმართველოს
უფროსი - ლაშა შალაშვილი;
კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორად დაინიშნა ირაკლი ჩიმაკაძე;
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად - დავით ბედია;
ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორად - ავთანდილ თაბუნიძე;
საგანგებო სიტუაციების მართვის
დეპარტამენტის დირექტორად - ზვიად ქაწაშვილი;
internet.ge