საქართველოს მთავარი პროკურატურა შს ყოფილი მინისტრის მოწმის სტატუსით დაკითხვის ფაქტზე განცხადებას აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია
აღნიშნული, უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
„დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო ქმდებების ფარგლებში, დღეს, 20 საათსა და 30 წუთზე, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია ბაჩანა ახალაია. ბ. ახალაიას უკვე გადაეცა შესაბამისი უწყება. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“,–
აღნიშნულია განცხადებაში.
Internet.ge