ცოტა ხნის წინ,
მთავარ პროკურატურაში, სადაც ამ წუთებში ბაჩო ახალაიას დაკითხვა მიმდინარეობს, ადვოკატი დავით დეკანოიძე მივიდა.
როგორც პროკურატურასთან
შეკრებილ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა აკაკი
მინაშვილმა განუცხადა, ახალაიას თავდაპირველად ადვოკატი არ ჰყოლია, თუმცა მისმა მეგობრებმა
საჭიროდ ჩათვალეს რომ დაკითხვის პროცესს ადვოკატიც დასწრებოდა.
შეგახსენებთ,
ახლაიას დღეს, მოწმის სტატუსით დაკითხავენ. როგორც პროკურატურაში შესვლამდე ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მზად არის ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს. ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე მივიდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს.
Internet.ge