თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, ახალაიას 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით სდებენ ბრალს და ის ამჟამად დაკავებულია.
ადვოკატის შეფასებით, საფუძველი რის გამოც ძიებაა დაწყებული არის აბსურდული.
“ახალაია მოწმის სახით დაიკითხა და ამჟამად დაკავებულია. მას ბრალი წაყანებული ჯერ არ აქვს”,- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ახალაიას თავდაცვის მინისტრობის მუშაობის პერიოდში, რამდენიმე გათავისუფლებული თანამშრომელი ბრალს სდებს რომ, მათ მიაყენა შეურაცხყოფა, სხვების თანდასწრებით.
internet.ge