გიორგი
ტუღუშს ომბუდსმენის უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუჩერდება, რის შემდეგაც ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვა დაიწყება.
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას
განცხადებით, ტუღუშისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანდიდატურების
წარსადგენად ვადის ათვლა დაიწყება.
„ვადა
იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ უკვე ოფიციალურად იყოს წარმოდგენილი კანდიდატურები. ამის შემდეგ უმრავლესობა ჩამოყალიბდება ერთ პოზიციაზე“,- დასძინა ბესელიამ.
internet.ge