ტელეკომპანია "იმედი" დღეს ეთერში
თოქ-შოუ - "ღია ეთერით" გავა. როგორც
ცნობილია, გადაცემა სამი ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა,
მას პირდაპირ ეთერს
ტელეკომპანიები "მაესტრო" და
"მეცხრე არხი" დაუთმობენ.
თოქ-შოუს მთავარი თემა,
რომელიც 22:00 საათზე დაიწყება, 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი მოვლენები იქნება.
თოქ-შოუს წამყვანები იქნებიან ჟურნალსტები: ეკა ხოფერია, თეა სიჭინავა და დიანა
ტრაპაიძე. გადაცემაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას კი, ორასზე მეტი
ადამიანი მიიღებს.
დღესვე,
"იმედის" ეთერში გავა ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი რომელიც ტელეკომპანიის დარბევას შეეხება.
internet.ge