გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თეა წულუკიანმა დააკავა
თავდაცვის
სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი - გიორგი კალანდაძე პირადად იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დააკავა.
კალანდაძის დაკავება თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, 7 ნოემბერს, 05:20 საათზე მოხდა.
როგორც ადვოკატმა დავით კალანდაძემ
განაცხადა, კალანდაძე მოულოდნელად სამსახურში გამოიძახეს და ბრალი
საქართველოს
სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების
გადამეტებას
გულისხმობს.
გუშინვე, კალანდაძესთან ერთად დააკავეს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა.
კალანდაძის მსგავსად, მასაც
სამსახურეობრივი უფლებების გადამეტება ედება ბრალად.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
internet.ge