საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა
ივანიშვილი შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დასაკავებლად სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.
ივანიშვილი ირწმუნება, რომ ახალაიას დაკავების პროცესში არანაირი ფორმით
არ მონაწილეობდა.
„მე
ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი. ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და რამდენადაც ვიცი, ამისთვის არსებობდა სამართლებრივი საფუძვლები. ეს გააკეთეს მათ, ვისაც კანონით ეკუთვნოდა და ყველაფერი გაკეთდა კანონიერების დაცვით“,-
აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
internet.ge