„აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება
11:05 07.11.2012
|
დღის სიახლეები
|
7 ნოემბერს, 16:00 საათზე კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრში (CTC) აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) ერთობლივი პროექტის - „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამა“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე და “CTC“ –ს ცენტრის დირექტორი ირმა ხანთაძე აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერთიფიკატებს გადასცემენ. „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამა“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ერთთვიანი სასერთიფიკატო კურსის განმავლობაში მოზარდებმა გაიარეს ტრენინგები, ისეთ თემებზე როგორიც არის: ორგანიზაციის შექმნის პირობები და განვითარება, გენდერი და საზოგადოება, საპრეზენტაციო უნარები, სტრესის მართვა, სამოქალაქო საზოგადოება, პიროვნული განვითარების შესაძლებლობები და ლიდერობა, კონფლიქტის მართვა და პრევენცია.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (CTC) ერთობლივი პროექტის მიზანია დევნილი მოზარდების სამოქალაქო აქტივობის ზრდა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
მის: ქ.თბილისი, ჩხეიძის ქუჩა #5.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|