გაერთიანებული
შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ არის დაკავებული. ამის შესახებ განცხადება, კალანდაძის ადვოკატმა დავით დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ადვოკატის
თქმით, გიორგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში სამსახურეობრივი
მოტივით გამოიძახეს და იქ დააკავეს.
“ის
გადაყვანილია
წინასწარი
დაკავების
იზოლატორში. მოქმედი გენერალი 17 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, დაჭრილია აგვისტოს ომში. იგი 15 წლიდან მსახურობს არმიაში და შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რომ მისი დაკავება მოხდა საფუძვლის გარეშე. იმედია, დაკავებების სერია ამით დასრულდება”,- განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ,
რომ გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, სამსახურეობრივი
უფლებამოსილების
გადამეტებაში
ედება.
internet.ge