აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი დღეს, მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის.
ამერიკის
მთავრობამ, საქართველოს ქალაქებში დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრი, 5 მილიონი დოლარით დააფინანსა.
ამერიკის
შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) მიერ
დაფინანსებული
დემოკრატიული
ჩართულობის
ცენტრების
პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით 10 ცენტრის გახსნას, რომელთა მიზანიც დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.
დემოკრატიული
ჩართულობის
ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს,
ადგილობრივ
და რეგიონულ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სივრცეს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გასამართად.
დისკუსია
შეიძლება გაიმართოს ცენტრის თანამშრომლების დახმარებით ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საჯარო ინტერესის საგანია. ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ სპეციალური წესებით, რომელიც საჯაროა, რათა გამოიყენონ ცენტრები საკუთარი აქტივობებისთვის.
გამოყენების
წესები განსაზღვრავს ცენტრებში არსებული სივრცის გამოყენების პირობებს.
Internet.ge