დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში
10:03 25.09.2015
|
დღის სიახლეები
|
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქალაქ მექაში ჰაჯის რიტუალზე ჭყლეტის შედეგად 717 პილიგრიმი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა.
საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც ამავე დროს, შინაგან საქმეთა მინისტრიცაა, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მექაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმრის წერილი გაავრცელეს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და რომის პაპმა ფრანცისკემ.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|