ხვალ, პარლამენტის
თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე თერჯოლას ეწვევა, სადაც მოსახლეობას შეხვდება.
ამის
შესახებ “ინტერნე.ჯი”-ს პარლამემნტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი
ინფორმაციით, სპიკერი იმ პროექტებზე ისაუბრებს, რომელიც
იმერეთის მხარეში ხორციელდება.
ამას გარდა, დავით ბაქრაძე 21 აპრილს,
გურჯაანში
სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გურჯაანის
შემდეგ კი, პარლამენტის
თავმჯდომარე წინანდალს ესტუმრება, სადაც ქართული ყველის ფესტივალს დაესწრება.
Internet.ge