საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოებას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ამ
თანამდებობაზე ნათია ლოლაძე აირჩიეს.
არჩევნები რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება,
პრეზიდენტის არჩევნებს შემდეგი წესით ატარებს.
სწჯს-მ ჩაატარა გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც გაიმართა სწჯს-ის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი
ორგანოების
არჩევნები.
არჩევნების შედეგად კი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გახდა.
შეგახსენებთ, რომ ლოლაძემ საქართველოს წითლი
ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის პოსტზე ნანა ყეინიშვილი შეცვალა.
ნათია ლოლაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტობამდე უცხოეთსა
და საქართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო „Global Economic“-ის ფინანსური დირექტორი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თბილისის
ფილიალის თავმჯდომარე, კორპორაცია „ავიტანის“ (დიდი ბრიტანეთი) ფინანსური
დირექტორი,
საქართველოს ეკონომიკური
განვითარების მინისტრის მოადგილის თანაშემწე და სამხრეთ ოსეთის პრემიერ მინისტრის თანაშემწე სამხრეთ
ოსეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე მუშაობის ჯგუფში.
იგი სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში,
სტონარის
კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი) და ოქსფორდის სენტ კლერის კოლეჯში ბიზნესის ფაკულტეტზე.
Internet.ge