დღეს, რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა12:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთავში“ დაიწყება.
„ქრისტიან-დემოკრატების“ წარდგენილი ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა უკვე 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე,
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან
დაბადებულნი და აქ
10 წელი მაინც უცხოვრიათ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას 25 აპრილს დაასრულებს, რის შემდეგაც, განხილვები პარლამენტში გაგრძელდება. პროექტის დამტკიცება კი მაისის ბოლომდე მოხდება.
შეგახსენებთ, რომ კომისიის გასვლითი სხდომების გამართვას აშშ-ის ნაციონალურ– დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უზრუნველყოფს.
internet.ge