აფხაზეთის გარდაცვილ დე–ფაქტო პრეზიდენტს, სერგეი ბაგაფშს, სოხუმის
ცენტრში ძეგლს დაუდგამენ. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“–მ სანდო წყაროსგან შეიტო.
წყაროს ინფორმაციით, დე–ფაქტო ხელისუფლებამ საკმარისი თანის არ ქონის
გამო, ოკუპირებული რეგიონებში, მიწის ნაკვეთების გაყიდვა დაიწყო.
„ქვემო ბარღბის გამგებლის, რაულ ამიჩბას ბრძანებით, რეგიონში არსებული
ბაღი დაანგრიეს და გაყდეს. ამასთან, თითქმის ყოველდღე გააქვთ ე.წ ჯართი. ამიჩბამ
მოსახლეობას განუცხადა, რომ შემოსული თანხა ბაღაფშის ძეგლის დადგმას მოხმარდება“,–
განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“–ს წყარომ.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში გასული წლის 26 მაისს, 63 წლის ასაკში, ფილტვის ოპერაციის შედეგად
გარდაიცვალა.
internet.ge