„საჯარო
სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება
შედის, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურებში
თანამშრომელთა დაწინაურების წესი
მარტივდება.
პროექტის
ინიცირება პარლამენტში გასული წლის ოქტომბერში მოხდა
და მისი განხილვა, ამჟამად მიმდინარეობს.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, მოხელე უფრო მაღალ
თანამდებობაზე შეიძლება იქნეს დანიშნული თუ უკვე დაკავებულ თანამდებობაზე ექვსი თვე მაინც მსახურობს.
პროექტით კი
აღნიშნული ნორმა საერთოდ უქმდება.
ცვლილებებით, საჯარო სამსახურში
მოხელეს დაწინაურებისას ან კონკურსის წესით მიღებისას, შესაძლოა, გამოსაცდელი ვადა
დაუწესონ.
internet.ge