საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, დაიწყო პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში, ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილის მშენებლობას ითვალისწინებს.
დღეს, ამ პროექტის ფარგლებში, ყვარელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად დაათვალიერა.
ახალი
შენობები თანამედროვე არქიტექტორების მიერ, ადგილმდებარეობის შესაბამისი დიზაინის მიხედვით არის დაპროექტებული.
სამინისტროს
განცხადებით, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არ არსებობა ანტისანიტარიას
იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.
ამ ეტაპზე ყვარელში, მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორი მსგავსი ტიპის წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, სულ 250- მდე ადამიანი დასაქმდება.
სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ, მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.
internet.ge