ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი წინანდალში იმყოფება, სადაც ახალი სასტუმროს - "რადისონი“-ს მშენებლობა იწყება.
4 სართულიან შენობაში 100 ნომერი განთავსდება. გაკეთდება 15 მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანიც, რომლითაც სასტუმრო წინანდლის ღვინის ქარხანას დაუკავშირდება. წინანდლის „რადისონს“ ექნება ღია ტერასები და აივნები, ექსკლუზიური ინტერიერის მქონე ოთახები და მისაღები, ასევე საკუთარი ავტოსადგომი. შენობის თავზე განთავსდება აუზი და 1000 კვადრატული მეტრის ტერასა.
პროექტი მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა - ჯონ ფოტიადისმა “სილქ როუდ ჯგუფის” დაკვეთით შექმნა, რომლის მთავარი იდეაა ისტორიულ ძველ კომპლექსთან თანამედროვე ელემენტების შერწყმა.
internet.ge