ავიაკომპანია Bhoja Airline-ს სამგზავრო
თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელიც ყარაჩიდან აფრინდა, ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტის
ტერიტორიაზე მაშინ ჩამოვარდა, როცა იძულებითი დაშვება უნდა მოეხდინა. ქვეყნის
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე 127 ადამიანი იმყოფებოდა, რომელტაგანაც
118 დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვების დროს ჩამოვარდა. ვარაუდობენ, რომ
კაპიტანმა კავშირი დაკარგა სადისპეჩეროსთან და ეს კატასტროფამდე ზუსტად ერთი წუთით
ადრე მოხდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიწვა აეროპორტის
მახლობლად მდებარე 15 სახლიც.
ჯერ-ჯერობით უცნობია,
რომელიც ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე.
internet.ge