გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დღეს, ბათუმისა და ფოთის საგამოცდო ცენტრებს მოინახულებს.
ცენტრის ინფორმაციით, 2012 წლის
გამოცდებისათვის მზადების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ცენტრმა უკვე დაასრულა აპლიკანტთა ბაზების ფორმირება, საგამოცდო ტესტების ბეჭდვა
კი, დიდ ბრიტანეთში უახლოეს დღეებში დაიწყება.
საგამოცდო ცენტრი 12 ქალაქში გაიხსნება, 2012 წელს საგამოცდო ცენტრების შენობები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის
თბილისში, ქუთაისსა და ფოთში
შეიცვალა.
Internet.ge