ამერიკელი
ბიზნესმენის,
ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი თვითმფრინავი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ბიზნესმენს
აეროპორტში,
საქართველოს
ეკონომიკისა
და განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და „სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენლები
დახვდნენ.
დონალდ ტრამპი საქართველოში თანაშემწესთან ერთად ჩამოვიდა.
ბიზნესმენი დღეს, თბილისში დარჩება, ხვალ კი, ბათუმში გაემგზავრება, სადაც მედიის წარმომადგენელებისთვის პრესკონფერენციას
გამართავს.
დონალდ
ტრამპი საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ბათუმში,
დონალდ ტრამპი "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრება.
ბიზნემსმენის
ინვესტიციით,
თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს.
Internet.ge