ამერიკელი
ბიზნესმენის,
ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, პროექტი „ტრამპ თაუერი“, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის
შესახებ დონალდ ტრამპმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
ბიზნესმენის
თქმით, აჭარაში განხორციელებული
პროექტი ძალიან კარგი გამოვა.
„22 საათი ვიფრინე და ცოტა დავიღალე. პროექტი კი, რომელიც საქართველოში განხორციელდება მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი გამოვა“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ბიზნესმენი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში
დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრება.
Internet.ge