დონალდ ტრამპი: არაჩვეულებრივი პრეზიდენტი გყავთ, რომლის შესახებაც მსოფლიოში ბევრი ლაპარაკობს
ამერიკელი ბიზნესმენის, ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის
განცხადებით, საქართველოს ჰყავს არაჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელზეც მსოფლიოში
ბევრი საუბრობს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას,
ბიზნესმენმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.
დონალდ ტრამპმა ყურადღება ასევე,
საქართველოში განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ არაჩვეულებრივი
პრეზიდენტი გყავთ, რომლის შესახებაც მსოფლიოში ბევრი ლაპარაკობს. მან ძალიან ბევრი
კარგი საქმე გააკეთა. რაც შეეხება პროექტებს ჩვენ დეველოპერებთან შეთანხმებას
მივაღწიეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შევარჩიეთ შესანიშნავი
ადგილი“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნემსმენის ინვესტიციით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს.
Internet.ge