ნავედასა და კალიფორნიის შტატების მოსახლეობა მსხვილი
მეტეორიტის ვარდნის მოწმე გახდა.
22 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე, ცაში სინათლის სხივები და კაშკაშა წერტილი
გამოჩნდა. „ასოშეიტედ პრესის“ მონაცემებით, მეტეორიტზე თვალის დევნება შესაძლებელი
იყო ნევადაში ქალაქ რინოდან და კალიფორნიაში - ბეიკერსვილდიდან. მისი
გამოჩენისთანავე ცაში სინათლის სხივები გაჩნდა, მოსახლეობა კი ამტკიცებს, რომ
ესმოდათ ძლიერი აფეთქების ხმა და აფეთქებით გამოწვეული ტალღაც იგრძნეს.
პოლიციაში შეშინებული მოქალაქეების უამრავი ზარი შევიდა.
ზოგიერთი ამბობდა, რომ აფეთქების ხმის გაგონებისას ფეხქვეშ ბიძგებიც იგრძნო.
მოგვიანებით მეცნიერმა-ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ისინი
მეტორიტის ვარდნის მოწმეები გახდნენ.
„შეტყობინებების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო ძალიან
კაშკაშა მეტეორიტი. ასეთი რამ მუდმივად ხდება, თუმცა დღისით ამ მოვლენის დანახვა,
როგორც წესი, შეუძლებელია“ - განაცხადა მეტეორიტების კვლევის ამერიკული
საზოგადოების წარმომადგენელმა რობერტ ლანსფორდმა.
დაზიანებებისა
და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ
მეტეორიტი ატმოსფეროში შემოსვლისას აფეთქდა, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ის დედამიწაზე ჩამოვარდა.
მეცნიერების თქმით, აპრილის თვეში დედამიწა ე.წ. ლირიდებს -
ყოველწლიურ მეტეორიტულ ნაკადებს შორის გადის და აღნიშნული მოვლენაც ამ
კანონზომიერებაში ჯდება.
Internet.ge