GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება: რუსეთის ფედერაცია ე.წ. "არჩევნების" შედეგების ლეგიტიმაციას უშედეგოდ ცდილობს
16:17 26.03.2012
დღის სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების განცხადებით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იქ არსებულ განუკითხაობას და მიმდინარე პროცესების რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ ყოფნას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს ე.წ. "არჩევნების" შედეგების ლეგიტიმაციას და ამგვარად ასობით ათასი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების დაფარვას.

„ინტერნეტ.ჯი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავზაობთ.

„2012 წლის 25 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათმა მარიონეტულმა რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები". საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე თვის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად ე.წ. "არჩევნების" ხელახალი ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იქ არსებულ განუკითხაობას და მიმდინარე პროცესების რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ ყოფნას. ამასთან, 24 მარტს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩაატარა ე.წ. "საპარლამენტო არჩევნების'' მეორე ტური.

დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტების წარმოჩენის გზით, რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს ე.წ. "არჩევნების" შედეგების ლეგიტიმაციას და ამგვარად ასობით ათასი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების დაფარვას. რუსეთის ფედერაციამ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წაართვა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება, სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებთან ერთად. გარდა ამისა, საოკუპაციო რეჟიმები განაგრძობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ყოველდღიურ დარღვევას. მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებული მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დაგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში 2012 წლის 10 მარტს გამართული ე.წ. "საპარლამენტო არჩევნები" და ხაზი გაუსვა მათ არალეგიტიმურობას. საერთაშორისო ორგანიზაციები და რიგი ქვეყნები მათ მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების სახით ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ცალსახა მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ ე.წ. "არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კვლავაც ჯეროვნად შეაფასოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ფარსი და განაგრძოს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები",- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელი: 1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი1
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს2
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს3
რეგიონებში ბიზნეს-ცენტრების გახსნა გრძელდება4
თვითმკვლელის დახმარება მკვლელობად იქცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X