პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში,
ახლადშექმნილი ფსიქიატრიული სამსახურის თანამშრომელთათვის, ტრენინგი ჩატარდა.
სწავლებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი დაესწრო.
ფსიქიატრიული სამსახურის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის დამატებით მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტები, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა, გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩია.
სამინისტროს 2012 წლის 10 ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
internet.ge