დავით ბაქრაძემ ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დაასახელა
პარლამენტის
თავმჯდომარემ,
დავით ბაქრაძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული გახსნა და ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოს კანდიდატები დაასახელა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ წიგნის საერთაშორისო დღე საქართველოში ფართოდ აღინიშნება.
"მნიშვნელოვანია,
რომ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ინტერნეტმა და თანამედროვე
ტექნოლოგიებმა
შეცვალა, არ დაიკარგოს წიგნის კულტურა, არ დაიკარგოს ნაბეჭდი პროდუქციისა და ლიტერატურის კულტურა. სწორედ ამიტომ, დღეს დავიწყეთ საბიბლიოთეკო კვირეული, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბევრი ქალაქის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება",
– აღნიშნა
პარლამენტის
თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძემ ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორიოს პრემიაზე საქართველოს წარმომადგენლებად
დაასახელა:
მწერალი თეა თოფურია და ავტორ–ილუსტრატორი სანდრო ასათიანი. დუბლინის საერთაშორისო პრემიაზე კი საქართველოს კანდიდატად დასახელდა დათო გაბუნია. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ავტორებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ქართულ ლიტერატურას მსოფლიო ლიტერატურულ კონკურსებზე ღირსეულად წარმოაჩენენ.
წიგნისა
და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
internet.ge