24 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სწრაფი გრანტების პროექტის „იდეა+" პირველი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი და „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დირექტორი - სალომე ბენიძე, განცადებას გააკეთებენ.
საგრანტო კონკურსის „იდეა+" პირველი ეტაპი, საუკეთესო ლიტერატურული პროექტი, 24 აპრილიდან - 7 მაისამდე გასტანს. კონკურში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლიათ. გრანტის მოსაპოვებლად ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალური სალიტერატურო იდეა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე [email protected]
საუკეთესო იდეებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო შეარჩევს. პროექტის განხორციელებას კი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების" ფონდი უზრუნველყოფს. საუკეთესო პროექტები 2000-დან 5000 ლარის ოდენობით დაფინანსდება.
საგრანტო კონკურსის „იდეა+" მიზანია ორიგინალური იდეების მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა. სწრაფი გრანტების მოსაპოვებლად კონკურსი სხვადასხვა მიმართულებით (მოგზაურობა, ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვ.) წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდება.
Internet.ge