აფხაზი პატარა ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს
11:56 24.04.2012
|
დღის სიახლეები
|
ქართველი მედიკოსების მიერ განკურნებული აფხაზი ბავშვი - ელარია ბაგათელია, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დაბრუნდება. ბავშვს საქართველოს ჯანდაცვისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელბი დღეს, 13:00 საათზე, ბავშვთა ახალი კლინიკის ცენტრიდან გააცილებენ. ენგურის ხიდამდე 6 თვის ჩვილის ტრანსპორტირება საქართველოს კატასტროფის ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანით მოხდება.
8 დღის ჩვილი, გულის მანკითა და სასუნთქი გზების თანდაყოლილი პათოლოგიით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 6 ნოემბერს გადმოიყვანეს. ბავშვს ქართველმა ექიმებმა გულის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვილი ქართველი მედიკოსების მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა. აფხაზი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ელარია ბაგათელია, დისტრესსინდრომითა და გულის მანკის დიაგნოზით, გაგრის სამშობიარო სახლში დაიბადა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბაგათელიას მშობლებმა დახმარების თხოვნის აფხაზეთის მთავრობას მიმართეს . ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები საქართველოს მთავრობამ გაიღო.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|