პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 78 მომხრე ხმით 13–ის წინააღმდეგ, სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის 2011 წლის ანგარიშის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
დადგენილება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
არის მომზადებული, რომელსაც დეპუტატებმა კენჭი დღეს უყარეს. კერძოდ, 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დაადგინა:
1. ცნობად იქნეს მიღებული 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება;
2. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია, 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე;
3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს მონიტორინგი 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის საანაგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე;
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე.
შეგახსენებთ,
რომ სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში 12 აპრილს ჩააბარა, თუმცა დადგენილების კენჭისყრა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.
internet.ge