პარლამენტის
თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, კოლეგებს მოუწოდებს პროვოკაციებს ნუ აყვებიან და მტერს
ნუ ასეირებენ.
ამის შესახებ დავით
ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომათა დარბაზში ჯონდი
ბაღათურიას განცახდების შემდეგ სომეხ და აზერბაიჯანელ დეპუტატებს შორის
დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ბაქრაძის თქმით, საქართველოს
მოქალაქის მცნება დამკვიდრდა და მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, საქართველოში
მცხოვრები ყველა ადამიანი საქართველოს მოქალაქეა.
„ეთნიკური კუთხით დაყოფა დაუშვებელია და კოლეგებს
მოვუწოდებ ნებით ან უნებლიედ მეზობლების დაპირისპირებას ხელს ნუ შეუწყობენ. ემოცია
მესმის, რაც აქ იყო, რადგან ეს ტრაგიკული თემა ერთად გავიარეთ. საქართველოს პარლამენტში არ იქნება არცერთი განცხადება,
რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს მოძმე სომეხ ხალხსა და აზერნაბიჯანელებს. პროვოკაციულ განცხადებებს ნუ აყვებით მტერს ნუ მისცემთ შესაძლებლობას, რომ
ისეიროს“, – დასძინა მან.
internet.ge