მარნეულის მაჟორიტარმა
დეპუტატმა, აზერ სულაიმანოვმა, ჯონდი ბაღათურია
– ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია.
როგორც პარლამენტის
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სულეიმანოვმა განაცხადა, „სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი
კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“.
სხდომაზე, სულეიმანოვი
დაინტერესდა – რომელ გენოციდზე მიდის საუბარი, როდესაც „1918 წელს აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში, სხვადასხვა აზერბაიჯანულ რეგიონებში სომეხმა ბანდიტებმა 60 ათასზე
მეტი აზერბაიჯანელი დახოცეს“.
განცხადების შემდეგ, სულეიმანოვს
დავით ბაქრაძემ მიკროფონი გამოურთო.
მისი თქმით, ეს არის
ძალიან მგრძნობიარე, ისტორიული თემა და ეს რთული ისტორია დარბაზში არ უნდა იყოს
განხილული.
internet.ge