ამ წუთებში, პარლამენტთან,
საქართველოს აზერბაიჯანის სტუდენტთა ასოციაციის წევრები მივიდნენ და აქციას
მართავენ.
აზერბაიჯანელი სტუდენტები, დეპუტატ
ჯონდი ბაღათურიას განაცხადებას აპროტესტებენ, რომელიც დეპუტატმა დღეს, სპლენარულ
სხდომაზე გააკეთა. ბაღათურიამ სხდომაზე კითხვა
დასვა: “საქართველოს პარლამენტს სომხებმა გენოციდის აღიარება, რომ სთხოვონ რას აპირებთო“, რასაც ასევე, აზერბაიჯანელი დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის აღშფოთება მოჰყვა.
პარლამენტის წინ დაახლოებით 30
ადამიანია შეკრებილი და ისინი სკანდირებენ : „ბაღათურია გამყიდველი“, „გაიყიდა
ბაღათურია“.
აქციაზე მყოფი საქართველოს
აზერბაიჯანის სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სამირა ისმაილოვას განცხადებით
კი, აღნიშნული საკითხი პოლიტიკოსების განსახილველი არ არის და ამაზე ისტორიკოსებმა
უნდა იმსჯელონ.
internet.ge